სამტრედიაში ავტორბოლის ჩასატარებლად პოლიციის ნებართვას ელოდებიან
თარიღი : 2-12-2015, 13:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

მიმდინარე წლის ექვს დეკემბერს სამტრედიაში იმერეთის ჩემპიონატის მეხუთე ეტაპის ჩატარება იგეგმება. ჩემპიონატს ორგანიზებას ავტო-მოტო კლუბი "იმერეთი" უწევს. როგორც კლუბის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ჩემპიონატის ჩასატარებლად კლუბს სამტრედიის გამგეობის ნებართვა აქვს, ხოლო იმერეთის საპატრულო პოლიციიდან ნებართვას ელოდებიან.

" როგორც კი მივიღებთ ამომწურავ პასუხს, დაანონსდება და გასაჯაროვდება ყველა დეტალი ზემოთაღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ იმერეთის საპატრულო პოლიცია კეთილ ნებას გამოიჩენს და არ შეგვიშლის ხელს ღონისძიების ჩატარებაში. ავტო-მოტო კლუბ "იმერეთი"-ს სპორტული გუნდი მზად ყოფნაშია. მხოლოდ ნებართვას ველოდებით," - აცხადებს კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ლევან დიდბარიძე.
ცნობისთვის, იმერეთის ჩემპიონატის ფინალური ნაწილი მიმდინარე წლის ბოლოს ქუთაისში გაიმართება.