4 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი
თარიღი : 1-12-2015, 23:05 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

4 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, საქართველოს უმეტეს რაიონებში რამდენიმე დღე იწვიმებს. მთაში მოსალოდნელია თოვა. ამაღამ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექი შეწყდება. ხვალ დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კვლავ ნალექია მოსალოდნელი. დაბლობსა და ბარში წვიმის სახით, ხოლო მთასა და მაღალმთაში ითოვებს.
3-4 დეკემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. 4 დეკემბერს მოსალოდნელია თოვლჭყაპი ან თოვა.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღის საშუალო ტემპერატურა ხვალ 7-12 გრადუსი იქნება, 3 დეკემბერს კი - 3-8 გრადუსი; 4 დეკემბერს - 2-7 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, ხვალ დღისით -5; 0 გრადუსი დაფიქსირდება, 3 დეკემბერს -8 გრადუსი. 4 დეკემბერს დღისით -10; ღამით კი შესაძლოა -18 გრადუსი იყოს.