"იმერეთში არსებულ პოლიციის შენობებს სასაკლაოს ფუნქცია აქვს მინიჭებული"

იმერეთის რეგიონში სამართალდამცავების მიმართ მოქალაქეთა მხრიდან პრეტენზიები ყოველიურად იმატებს.
მოქალაქეთა მტკიცებით, სამართალდამცველებს, რომლებიც იმერეთის მხარის მასშტაბით ე.წ რეიდებს ატარებენ, მოქალაქეები პოლიციის შენობებში მიჰყავთ და სასტიკად უსწორდებიან.
topnews.com.ge-ს ერთ-ერთი მოქალაქე დაუკავშირდა, რომელმაც ვინაობის გამხელა მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ისურვა.
"მინდა ჩემი ისტორია მოგიყვეთ. ბაღდათის პოლიციამ დაგვაკავა. გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, გვაგინებდნენ დედას და გვილანდძღავდნენ ოჯახებს. მითხრეს, შენზე ეჭვი გვქონდა, რომ ჯიბეში პლანი გექნებოდაო და რატომ არ აღმოგაჩნდაო?! მე ვუთხარი, არ ვეწევი და როგორ უნდა მქონოდა ჯიბეში-თქო? ამის შემდეგ პოლიციელი პოლიციის შენობაში, სხვა ოთახში გავიდა და მუჭით პლანი გამოიტანა, ხოდა ეს იქნება შენი ჯიბიდან ამოღებული მარიხუანაო. ვუთხარი, რა გინდათ, რას მერჩით, ასეთ საქციელს რატომ ჩადიხართ-თქო და ხელკეტი გადამიჭირა ზურგზე. ამ ადამიანებისათვის ცემა და არაადამიანური მოპყრობა არაფერია. იმერეთში არსებულ პოლიციის შენობებს სასაკლაოს ფუნქცია აქვს მინიჭებული,"- აცხადებს რესპონდენტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედებები პოლიციის არც ერთ განყოფილებაში არ ხდება.
"თუ ცალკეულ შემთხვევებს აქვს ადგილი, მოქალაქეებმა გენერალურ ინსპექციას მიმართონ, რაზეც მყისიერი რეაგირება იქნება," -განმარტავენ უწყების პრესსამსახურში.