ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევი კონკურსი კვლავ ჩაიშალა

ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევი კონკურსი კვლავ ჩაიშალა. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური აკეთებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტურისტული ლოგოს 85 და სლოგანის 27 ვარიანტიდან კონკურსში გამარჯვებული არ არც ერთ კატეგორიაში გამოვლინდა , შესაბამისად კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.
"ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 16 ოქტომბერის ბრძანების საფუძველზე გამოცხადდა ქალაქ ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევი კონკურსი და შეიქმნა დროებითი კომისია. საკონკურსოდ მიღებული იქნა ლოგოს კატეგორიაში 85, ხოლო სლოგანის კატეგორიაში 27 ნამუშევარი. შემოსული ნამუშევრები ავტორების იდენტიფიცირების გარეშე განთავსდა მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.kutaisi.gov.ge , სადაც ნებისმიერ პირს მიმდინარე წლის 17 ნოემბრიდან 21 ნოემბრის 18:00 საათამდე შეეძლო მიეცა ხმა მისთვის სასურველი ნამუშევრისათვის თითოეულ კატეგორიაში.
აღსანიშნავია, რომ ლოგოს კატეგორიაში წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასებაში მონაწილეობა მიიღო 249, ხოლო სლოგანის კატეგორიაში 165-მა ინტერნეტ მომხმარებელმა. ორივე კატეგორიაში ყველაზე მეტმა მომხმარებელმა დააფიქსირა, რომ არც ერთი წარმოდგენილი ნამუშევარი არ მოსწონს. ამასთან, სლოგანის კატეგორიაში კომისიას 13 ნამუშევარი წარედგინა ნაცვლად 15-ისა, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა დანარჩენმა ნამუშევარმა მიიღო ნული ხმა. თითოეული ნამუშევრის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა განთავსებულ იქნა ზემოთ მოცემულ ვებ გვერდზე ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისთანავე.
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმარა დროებითი კომისიის სხდომა, სადაც განხილული იქნა წარმოდგენილი ნამუშევრები და საზოგადოების მიერ გაკეთებული შეფასებები, რის შედეგადაც კონკურსში გამარჯვებული არ გამოვლინდა არც ერთ კატეგორიაში, შესაბამისად კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად.
ამასთან, გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ვინაიდან ტურისტული კუთხით ქალაქის ბრენდირებისათვის უმნიშვნელოვანესია ტურისტული ლოგოს და სლოგანის არსებობა, ამიტომ ქალაქ ქუთაისის თვითმმარველობა კვლავ გააგრძელებს მუშაობას ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესაქმნელად," - ნათქვამია განცხადებაში.