„გირჩები“ ქუთაისის მერიის კონტროლს იწყებენ

"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" ქუთაისის ოფისი ქუთაისის მერიის კონტროლს განახორციელებს. როგორც "გირჩში" აცხადებენ, ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგს ისინი 1-ლი დეკემბრიდან დაიწყებენ.
"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" ქუთაისის ოფისი ადგილობრივი თვითმმართველობის კონტროლს იწყებს. 1-ლი დეკემბრიდან "გირჩთან" არსებული სტუდენტთა მონიტორინგის ჯგუფი მუშაობას შეუდგება. ჯგუფის წევრები ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს მონიტორინგს გაუწევენ, გადამოწმებენ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციების სისწორეს. ათამდე ახალგაზრდა იზრუნებს, რათა ქუთაისლებმა მიიღონ რეალური ინფორმაცია. "გირჩის" ქუთაისის ორგანზაციის მიზანია საზოგადოების ინფორმირება, ჩართულობა და თვითმმრთველობის საქმიანობის კონტროლი,- აცხადებენ "გირჩ"-ში.
"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის თქმით, აუცილებელია ქალაქში არსებობდეს ფოკუს-ჯგუფი, რომელიც მოიძიებს ყველა იმ განცხადების ობიექტურ საფუძველს, რომელიც თვითმმართველობიდან კეთდება.