Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"საარჩევნო კოდექსში დაგეგმილმა ცვლილებებმა შესაძლოა რაიონები ერთმანეთს დაუპირისპიროს"

თარიღი : 30-11-2015, 21:43 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ აკაკი ბობოხიძის შეფასებით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ალოგიკურია და ამან შესაძლოა რაიონები ერთმანეთს დაუპირისპიროს.
"ეს ცვლილებები არის არა მხოლოდ მავნებლური, არამედ ხიფათის შემცველი გადაწყვეტილება. მავნებლურია იმ თვალსაზრისით, რომ ერთ საარჩევნო ოლქში გაერთიანებულია ისეთი რაიონები, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ, მაგალითად, ბაღდათი და ხარაგაული. დამაბნეველია იმ თვალსაზრისითაც, რომ ამ ორი რაიონის ფარგლებში გაერთიანებულია მესამე რაიონის სოფლები და ადამიანები უბრალოდ დაიბნევიან - ვინ არის მათი გამგებელი, დეპუტატი. ერთსა და იმავე ოლქს სხვადასხვა დეპუტატი ეყოლება და ა.შ. რაც ყველაზე სახიფათოა, ამ კოდექსმა შესაძლოა რაიონების ერთმანეთთან დაპირისპირება გამოიწვიოს", - განაცხადა ბობოხიძემ.
ამასთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ტყუის, როცა საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის მიზეზად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს.
"ქართული ოცნების" მიერ საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის მთავარ არგუმენტად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნევა. ანუ, ის, რომ ოლქებში ამომრჩეველთა შორის არათანაბრობაა. ეს არის მტკნარი სიცრუე, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომ ოლქებს შორის განსხვავება ძირითადად 10% და გამონაკლის შემთხვევაში 15% უნდა იყოს. წარმოდგენილი კანონპროექტით, რომელიც დღეს იქნა ინიცირებული, განსხვავება 805-საც აჭარბებს", - განაცხადა გოგორიშვილმა.


ნანახია: 1734-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მმართველი გუნდის ინიციატივა იმერეთის რეგიონზე ამგვარად აისახა:
წყალტუბოს გამგებელი 'ქართული ოცნების' კანდიდატი გახდა
დაპირისპირება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მოჰყვა.
დეპუტატ აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ძეძილეთში გამარჯვება ნაციონალური მოძრაობისთვის პრინციპული იყო.

ამინდი