ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ქონება

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს მიმდინარე წლის 22 სექტემბერს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, მერიის ჩინოვნიკის ოჯახი 7 წევრისგან შედგება (მეუღლე, ორი შვილი, მშობლები და ბებია). რაც შეეხება უძრავ ქონებას, ჯავახიების ოჯახის მფლობელობაშია მიწის 2 ნაკვეთი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხესა და მიწის ნაკვეთი ქუთაისში, 26 მაისის ქუჩაზე. ამავე ქუჩაზე, დეკლარაციის მიხედვით, ზვიად ჯავახიას ოჯახი 2 საცხოვრებელ სახლსაც ფლობს. საცხოვრებელი სახლი აქვთ ჯავახიებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში.
ამავე დეკლარაციის მიხედვით, მისი შევსების მომენტში, ზვიად ჯავახიას ვი თი ბი ბანკში არსებულ სახელფასო ბარათზე 10 ლარი ერიცხებოდა. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ზვიად ჯავახიას ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 14 852 ლარი აქვს მიღებული. ჯავახიას სახელზეა თი ბი სი ბანკში სახელფასო სესხი 11 586 ლარის ოდენობით, რომლის დაფარვის ვადად მერიის მაღალჩინოსანს 2017 წლის 30 დეკემბერი აქვს მითითებული.