ჩინურმა კომპანიამ ქუთაისის მერიას ქურთუკები გადასცა

ქუთაისის მერიას ჩინურმა კომპანიამ ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა. ზამთრის ქურთუკები საჩუქრად ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმ კომპანიისგან მიიღო, რომელიც ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არის რეგისტრირებული. 500 ცალი ქურთუკი კომპანიის წარმომადგენლებმა მერიის სოციალურ სამსახურში მიიტანეს. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ქურთუკებს მრვალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველებს გადასცემენ. ცნობისთვის, ჩინურმა სამშენებლო კომპანიამ მსგავსი ჰუმანიტარული აქცია თბილისშიც განახორციელა.