აქვს თუ არა ხონის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს დიპლომი?
თარიღი : 30-11-2015, 17:17 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს ამირან კინწურაშვილს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ Topnews.com.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა. როგორც რესპონდენტი სააგენტოსთან საუბარში აღნიშნავს, კინწურაშვილი ერთადერთი პირი არ არის ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, რომელსაც დიპლომი არ აქვს.
ამირან კინწურაშვილის განცხადებით, მისი სპეციალობაა სამართალმცოდნეობაა. როგორც თავად აცხადებს, აღნიშნული სპეციალობის ბაკალავრის ხარისხით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 2012 წელს დაამთავრა. ხოლო ხონის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს.
რამდენად აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია იმერეთის რეგიონის მაღალი თანამდებობის პირებს? საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აღნიშნულ თემაზე მუშაობასა და მოკვლევას აგრძელებს.