ქუთაისის მერია დამწყებ ჟურნალისტებსა და ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს დაატრენინგებს

ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით, მიმდინარე წლის 12-15 დეკემბერს ქალაქ ბათუმში, სასტუმრო "Holiday Hause"-ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და დამწყები ჟურნალისტებისათვის ტრენინგი გაიმართება. ტრენინგი ჟურნალისტური ეთიკის საკითხებს მიეძღვნება. ტრენინგზე დასასწრებად 20 მონაწილე კონკურსის წესით შეირჩევა. ონლაინ სააპლიკაციო ფორმების შევსება მიმდინარე წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე მიმდინარეობს: www.kutaisisyd@gmail.com. როგორც ქალაქის მერიაში განმარტავენ, ტრენინგი ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში ტარდება.