ლევან კობიაშვილმა თერჯოლის საფეხბურთო კლუბის ბაზა დაათვალიერა
თარიღი : 30-11-2015, 10:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო კლუბ "საპოვნელას" ბაზა დაათვალიერეს.
მხარეებმა არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესაბასა და ფეხბურთელებისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე იმსჯელეს.
"საპოვნელა" უკვე ექვსი თვეა, რაც უმაღლეს ლიგაში გადავიდა და თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად სათანადო გარემოს საჭიროებს. ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და უახლოეს მომავალში სამოქმედო გეგმაც მომზადდება.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ეტაპობრივად იმერეთის რეგიონის სხვა კლუბების ბაზებზე არსებულ მდგომარეობასაც გაეცნობა.