რა ხდება იმერეთში? 30.11.2015 ანონსი
თარიღი : 29-11-2015, 23:57 | კატეგორია: ანონსი

11:00 საათი: საიას ქუთაისის ფილიალში გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველთვიური საინფორმაციო შეხვედრა.
17:00 საათი-ასოციაციასთან "ქალები რეგიონების განვითარებისათვის" არსებული ქუთაისის ქალთა კლუბი ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო (საჯარო) ბიბლიოთეკაში გიწვევთ პროფ. ნუგეშა გაგნიძის საჯარო ლექციაზე „ნიცშე და ქალები". დასწრება თავისუფალია.
18:00 საათი-ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი გიწვევთ დოკუმენტური ფილმი „ხმა ამოიღეთ!“ ჩვენებასა და დისკუსიაზე, მის.: 6 პუშკინის ქუჩა. ფილმი გადაღებულია რეჟისორ ზურაბ ინაშვილის მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით 2014 წელს.
ფილმი ასახავს ქალთა სიკვდილიანობის შემთხვევებს საქართველოში ბოლო წლებში. ის წარმოაჩენს საზოგადოების დამოკიდებულებას ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის და ზოგადად ქალთა უფლებების მიმართ და ასევე დამოკიდებულებას კულტურული და რელიგიური სტერეოტიპების მიმართ. ფილმი გადაღებულია გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის და გაეროს განვითარების პროგრამების მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com.