Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისს ისევ ახალი მერის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს

თარიღი : 8-10-2013, 16:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისს ახალი მერის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. თენგო თოფურიძე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას ერთი კვირა იკავებდა, მერის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა კოტე ლომიძემ ჩაანაცვლა. როგორც კოტე ლომიძემ განაცხადა, მერის მოვალეობის შემსრულებლად თენგო თოფურიძის დანიშვნა გასული ერთი კვირის წინ, ტექნიკური მომენტი იყო და საკრებულოს გადაწყვეტილებით ის დღეიდან მერის მოვალეობას შეასრულებს.
"იყო რაღაც ტექნიკური მომენტი, ჩვენ საკონკურსო კომისიამ ყველანი ვიცე-მერებად დაგვნიშნა, შემდეგ მე საკრებულოს გადაწყვეტილებითვე მერის მოვალეობის შემსრულებლად დავინიშნე. ამის შემდეგ ტექნიკური პროცედურა ჩატარდა. ამ თანამდებობაზე თენგო თოფურიძე დაინიშნა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ ისევ მე ვასრულებ მერის მოვალეობას", – აღნიშნა კოტე ლომიძემ.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3 მერი და მოვალეობის ოთხი შემსრულებელი გამოიცვალა.


ნანახია: 2475-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თოფურიძის თქმით, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების თანახმად, ის მერის მოვალეობას 30 სექტემბრიდან ასრულებს.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე აღნიშნულ თანამდებობაზე ერთ-ერთმა ვიცე-მერმა გია შარაბიძემ ჩაანაცვლა. ამის
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს კოტე ლომიძეს დღეს უფლებამოსილება შეუწყდა. აღნიშნულ თანამდებობაზე ლომიძემ, 8 ოქტომბერს,
„თვითონ საკრებულოს თავმჯდომარეს დაუსვით ეს შეკითხვა. ეს მათი პრეროგატივაა,“ - ამბობს კოტე ლომიძე.
ორშაბათიდან ქუთაისს მერის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ეყოლება. კოტე ლომიძეს, რომელიც ამ დრომდე ქალაქის ხელმძღვანელის ფუნქციას
ქუთაისის ვიცე-მერების-კოტე ლომიძისა და თენგო თოფურიძის გარდა, თანამდებობას შესაძლოა კიდევ ერთი ვიცე-მერი ნიკო კაჭკაჭიშვილი

ამინდი