ყაჩაღების მიერ გატაცებული ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანა იმერეთში იპოვეს
თარიღი : 29-11-2015, 18:49 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც გუშინ შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს, რამდენიმე წუთის წინ იმერეთის ტერიტორიაზე იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები და საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები მალე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ოჯახი გუშინ, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე დააყაჩაღეს. თავდამსხმელებს სახეზე სამედიცინო ნიღბები ეკეთათ.