კახა კალაძის განცხადებით, სამუშაო ადგილების შექმნის პროცესს ვერაფერი შეაჩერებს
თარიღი : 29-11-2015, 18:19 | კატეგორია: პოლიტიკა

ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცეპრემიერის კახა კალაძის განცხადებით, სამუშაო ადგილებს სახელმწიფო ვერ შექმნის და ეს ბიზნესის პრეროგატივაა. ამის შესახებ კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება სოციალურად ორიენტირებულ ბიუჯეტს ქმნის, რაც სამუშაო ადგილებს არ ითვალისწინებს.
„სამუშაო ადგილები უნდა შექმნას ბიზნესმა. სახელმწიფომ, მთავრობამ, ყველანაირად ხელი უნდა შეიწყოს ბიზნესს ახალი კანონების შემუშავებით, რეგულაციების გამარტივებით. ყველანაირი ხელშეწყობა უნდა იყოს. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ბევრი პროექტია განხორციელებული თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დაახლოებით 139 ახალი საწარმოა შექმნილი. ბოლო სამი წლის განმავლობაში 90 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. მე მესმის, ეს შეიძლება არ არის ძალიან ბევრი, თუმცა, პროგრესი არის. ეს პროცესი დაწყებულია და ამას ვერაფერი შეაჩერებს“,- აცხადებს კალაძე.