Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქართულ ბაზარზე რუსეთიდან შემოტანილ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება

თარიღი : 29-11-2015, 17:20 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
რუსეთიდან საქართველოში იმპორტი გაიზარდა, ექსპორტი კი მკვეთრად შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის 10 თვეში რუსეთიდან იმპორტმა 467 593 000 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებზე დაახლოებით 30 მილიონი დოლარით მეტია. რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოდან რუსეთში 126 391 000 დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 107 მილიონი დოლარით ნაკლებია.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსულ პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ადგილობრივი პროდუქციის წამახალისებელი კამპანიები ტარდება, რომელიც მომხმარებელს ქართული პროდუქციის შეძენისკენ მოუწოდებს და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოში ოკუპანტადაა აღიარებული, ციფრები განსხვავებულ რეალობას ასახავს.

რა განაპირობებს რუსულ პროდუქციაზე მზარდ მოთხოვნას?

„ხარისხის ასოციაციის“ ხელმძღვანელი გრიგოლ კუნჭულია უმთავრეს მიზეზად არასაკმარის ქართულ წარმოებას ასახელებს. მისი თქმით, ქართული პროდუქცია არ არსებობს იმ მოცულობით, რამდენის მოთხოვნაც ბაზარზე არსებობს.

კუნჭულიას თქმით, იმ სფეროებში, სადაც ქართული პროდუქცია არსებობს, მომხმარებლები ქართულ პროდუქციას იძენენ, ხოლო იქ, სადაც დეფიციტია, სხვა ქვეყნის პროდუქციაზე აკეთებენ აქცენტს.

„რძის პროდუქტების მაგალითი რომ ავიღოთ, სავსე იყო რუსული პროდუქციით ქართული ბაზარი, ახლა კი აბსოლუტურად ჩანაცვლებულია ეს ყველაფერი ქართული პროდუქციით. თუ მომხმარებელი ფასისა და ხარისხის თანხვედრას ნახავს, იმ პროდუქციას შეიძენს კიდეც“,- აცხადებს გრიგოლ კუნჭულია.

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე კი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გზა, რომ ქართველმა მეწარმეებმა იმპორტულ საქონელს კონკურენცია გაუწიონ, მომხმარებელთან მეტი კომუნიკაციაა.

კოიძის თქმით, კომპანიებმა უნდა შეისწავლონ მომხმარებლის მოთხოვნები, გემოვნური თვისებები და ამ მონაცემების გამოყენებით აწარმოონ პროდუქცია.

გრიგოლ კუნჭულიას მსგავსად მადონა კოიძეც მიიჩნევს, რომ საქართველოს გარკვეულ სფეროებში ქართული ბაზრის მოთხოვნის სრულად დააკმაყოფილების პოტენციალი გააჩნია.

„ბაზარს არეგულირებს თვითონ მომხმარებელი, თუ არის პროდუქტზე მოთხოვნა, იმპორტის რაოდენობა იზრდება. მე არ მინდა აქცენტის გაკეთება რომელიმე ქვეყნის პროდუქციაზე. თუ პროდუქტი შეესაბამება საქართველოში არსებულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს, ხარიხს, მომხმარებელი ყიდულობს მას“,- აცხადებს მდონა კოიძე.

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ადგილობრივი წარმოების წამახალისებელი რამდენიმე კამპანია მიმდინარეობს. მათ შორისაა "იყიდე ქართული", ასევე წარმოებს კამპანია არ იყიდოთ რუსული პროდუქტები, ნუ დააფინანსებთ ოკუპაციას“. ამის მიუხედავად, რუსული პროდუქციის იმპორტი საქართველოში იზრდება.

commersant.ge


ნანახია: 2530-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 9 თვეში ქვეყანაში 6, 676 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.
'ქართველ მყიდველს ადგილობრივი პროდუქციის მიმართ სკეპტიციზმი აქვს და ნაკლებად ენდობა, ვიდრე უცხოურ ნაწარმს.'

ამინდი