Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შსს მოქალაქეებს მიმართავს

თარიღი : 29-11-2015, 13:03 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას შეახსენებს, რომ პირი, რომელიც პოლიციას არარეგისტრირებულ იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებას შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა მიხეილ ძაგნიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე მიმართა და განმარტა, რომ ყოველი უკანონო იარაღი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხეა.
მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.
"ჩვენს მიერ დაწყებული კომპლექსური ღონისძიებები მიზნად ისახავს დანაშაულის გამოვლენას, სხვა კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის პრევენციასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვიდან ამოღებას. ღონისძიებების მიმდინარეობისას სამართალდამცავების მიერ პრევენციულად აღკვეთილი იქნა მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა ყაჩაღობა, მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, სხეულის მძიმე დაზიანება და სხვა. ამასთან, გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ კანონის თანახმად, პირი, რომელიც პოლიციას არარეგისტრირებულ იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს, თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ყოველი უკანონო იარაღი პოტენციური საფრთხეა მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ბრძოლას იარაღის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ", - აღნიშნა მიხეილ ძაგნიძემ.


ნანახია: 2038-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 129 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1088 ფაქტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა და გაიხსნა სისხლის სამართლის 192 დანაშაული და
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, დილის 6 საათზე, საპოლიციო კონტროლი დაასრულა, რომლის მიზანი იყო დანაშაულის პრევენცია და
დაკავებულთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი გატაცებული ნივთები და უკანონო იარაღი ამოიღეს.

ამინდი