ძალისმიერ სამჭიდში პლანეტის 800-ს უძლიერეს მამაკაცს შორის 3 ქუთაისელი შეირჩა

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას პლანეტის 34 ქვეყნის 800-მდე მონაწილე მიიღებს. საქართველოდან აღნიშნულ ჩემპიონატში 4 ქართველი ჩაერთვება. აქედან 3 ქუთაისელია. სპორტსმენებს იმედი აქვთ, რომ მოსკოვიდან მსოფლიო ჩემპიონების ტიტულით ჩამოვლენ.
"ვაპირებთ გამარჯვებას და ოქროს მედლებით დაბრუნებას. საქართველოს დროშა მოსკოვში აუციელებლად უნდა აფრიალდეს,"- აცხადებს გივი მარგველაშვილი.
სპორტსმენები იმედოვნებენ, რომ მათი სპორტული მიღწევებით სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლებაც დაინტერესდება. ახალგაზრდების თქმით, ქუთაისში სპორტის აღნიშნული სახეობით დაკავებულებს სავარჯიშო დარბაზიც არ აქვთ, რის გამოც ვარჯიში სხვადასხვა დარბაზში უწევთ.