Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უსაფრთხოა თუ არა აცრა?-მშობლებისთვის საჭირო ინფორმაცია

თარიღი : 28-11-2015, 12:59 | კატეგორია: ახალი ამბები, ინტერვიუ   
topnews.com.ge
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებად სუფთა წყალსა და აცრას ასახელებს. წყლის პრობლემა საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანას არ ემუქრება, აცრებთან დაკავშირებით კი კვლავ ბევრი საკითხი აღელვებთ მშობლებს.

წარმოგიდგენთ ინფორმაციას ყველა იმ გეგმიური აცრის შესახებ, რომელიც ჩვილებს და უმცროსი ასაკის ბავშვებს ინფექციური დაავადებებისაგან თავის ასარიდებლად უტარდება.


რატომ გვესაჭიროება იმუნიზაცია?
ჩვენს ორგანიზმს გააჩნია ინფექციის წინააღმდეგ მებრძოლი ბუნებრივი დაცვითი სისტემა. მიუხედავად ამისა, არსებობს ინფექციური დაავადებები, რომლებსაც ბავშვის ორგანიზმი ბუნებრივი გზით ადვილად ვერ უმკლავდება. მათი გართულებები სიცოცხლისათვის საშიშია. ამ დაავადებების და მათი გართულებების თავიდან ასაცილებლად ტარდება იმუნიზაცია (იმუნიტეტის გაძლიერება აცრების გზით). მისი წყალობით ბავშვის ორგანიზმი ან აირიდებს ამ ინფექციას ან თუ მაინც მოხდა დაავადება, თავიდან ააცილებს საშიშ გართულებებს.

როგორ მოქმედებს აცრა?
ვაქცინები ინფექციური დაავადების გამომწვევ ბაქტერიის/ვირუსის ცოცხალ ან დახოცილ ფორმებს შეიცავენ ან იმ ნივთიერების მცირე ნაწილს, რომელსაც ბაქტერია ან ვირუსი გამოიმუშავებს (ანატოქსინს). ორგანიზმში გარედან ხელოვნურად შეყვანილ, იმუნური რეაქციის გამომწვევ ამ ფაქტორებს ანტიგენები ეწოდება. ვაქცინა აიძულებს ბავშვის ორგანიზმს გამოიმუშავოს ნივთიერება, რომლებიც კონრეტულ ინფექციას ებრძვის.

თუ ბავშვის ორგანიზმში ინფექცია შეიჭრება, ვაქცინაციის შედეგად უკვე წარმოქმნილი ანტისხეულები ამოიცნობენ მას და ბავშვის ორგანიზმს დაიცავენ დაავადებისაგან. იმ შემთხვევაში თუ სრული დაცვა არ მოხდება და ბავშვი მაინც დაავადდება, ინფექციის მიმდინარეობა იქნება მსუბუქი, სიცოცხლისათვის საშიში გართულებების გარეშე.

რა საჭიროა აცრები იმ ინფექციების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში აღარ გვხვდება?
მსოფლიოში ყოველწლიურად ინფექციური დაავადებებისაგან 14 მილიონი ადამიანი იღუპება. მათგან ნახევარზე მეტი 5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვია. სიკვდილის ბევრი შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა აცრით. ვინაიდან დღეს ბევრი მოგზაურობს საზღვარგარეთ, არის საშიშროება, რომ მოგზაურები შემოიტანენ იმ დაავადებებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში აღარ გვხვდება (მაგალითად პოლიომიელიტი). პირველ რიგში დაავადდებიან ისინი, ვინც არ არის აცრილი და ამდენად თქვენს აუცრელ ბავშვს ყველაზე დიდი საშიშროება ემუქრება. დიფტერია დიდი ხნის განმავლობაში თითქმის აღარ გვხვდებოდა საქართველოში, მაგრამ არასწორი და არამასიური იმუნიზაციის გამო 1995 წელს დიფტერიის "აფეთქება" დაფიქსირდა. გახსოვდეთ, რომ ბავშვის აცრა არასოდესაა ძალიან დაგვიანებული! მაშინაც კი, თუ თქვენმა ბავშვმა გამოტოვა გეგმიური აცრა და გასცდა იმ ასაკს, რომელიც საუკეთესო იყო აცრისათვის, არ გაქვთ საკმარისი მიზეზი აცრის გასაუქმებლად და მაინც უნდა მიმართოთ სამედიცინო პერსონალს ბავშვის იმუნიზაციის ჩატარების თაობაზე.

არის კი ვაქცინა უსაფრთხო?
ამის შესახებ მსჯელობა მსოფლიოში ახლაც მიმდინარეობს. (შეგიძლიათ იხილოთ სტატია) თუმცა ვაქცინაცია ინფექციური დაავადებებისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტურ გზად არის მიჩნეული. სანამ ვაქცინა ლიცენზირებას მიიღებს გამოყენების უსაფრთხოებაზე, ის საგანგებოდ და ხანგრძლივად მოწმდება. ლიცენზირების შემდეგაც კი ვაქცინის ყველა გვერდითი რეაქცია დაკვირვების ქვეშაა და აღირიცხება. ყველა წამალს
შეუძლია გვერდითი არასასურველი რეაქციების და გართულებების გამოწვევა – ამ თვალსაზრისით ვაქცინები ყველაზე უსაფრთხო პრეპარატების რიგშია.

ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა განუვითარდეს შემდეგი რეაქციები:
სიწითლე, შესიება და მტკივნეულობა ჩხვლეტის ადგილზე (რაც თავისთავად გაივლის) ან შეუძლოდ ყოფნა, ჭირვეულობა, ცხელება. დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას, თუ: ბავშვის ტემპერატურა 39 გრადუსი ან უფრო მეტია და განუვითარდა კრუნჩხვა ან დაკარგა გონება. თუ სამედიცინო პერსონალი არ მუშაობს, დაუკავშირდით გადაუდებელი დახმარების სამსახურს (სასწრაფოს) ან თავად წაიყვანეთ ბავშვი უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში.

თუ ჩემი ბავშვი ალერგიულია, შეიძლება თუ არა მისი აცრა?
ასთმა, ეგზემა, ჭინჭრის ციება და სხვა ალერგიული გამოვლინებები, ძირითადად, არ არის გეგმიური აცრის უკუჩვენება. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, ამ თემაზე თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.

შეიძლება თუ არა ბავშვი ალერგიული იყოს ვაქცინის მიმართ?
ძალიან იშვიათად შეიძლება ბავშვს აცრიდან მოკლე დროში დაემართოს ალერგიული რეაქცია. ეს შეიძლება იყოს გამონაყარი ან ქავილი სხეულის ერთ ნაწილზე ან მთელ სხეულზე. სამედიცინო პერსონალი, რომელიც ასრულებს აცრის მანიპულაციებს, აღმოგიჩენთ დახმარებას. კიდევ უფრო იშვიათად იმუნიზაციიდან რამოდენიმე წუთში ბავშვს შეიძლება გამოუვლინდეს ანაფილაქსიური რეაქცია - ძლიერი და მყისიერი ალერგიული რეაქცია, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო ყურადღებას და დახმარებას! უკანასკნელმა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ დაახლოებით ნახევარი მილიონი აცრილი ბავშვიდან მხოლოდ ერთს შეიძლება განუვითარდეს ასეთი რეაქცია.

აცრა არ უტარდება ბავშვს, რომელსაც: ჰქონდა დადასტურებული ანაფილაქსური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე; აქვს ალერგიული რეაქცია ნეომიცინზე, სტრეპტომიცინზე ან პოლიმიქსინ ბ-ზე (იმ ანტიბიოტიკებზე, რომლებიც შედის ვაქცინების შემადგენლობაში); აღენიშნება თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი (აივ ინფექცია და/ან შიდსი), ან დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი ონკოლოგიური დაავადების ან გადანერგილი ორგანოს შემდგომი მკურნალობის გამო (ამ შემთხვევებში არ კეთდება ის ვაქცინები, რომლებიც დასუსტებულ ცოცხალ ვირუსებს შეიცავენ, მაგალითად წითელა/წითურა/ყბაყურას აცრა); დასმული აქვს პროგრესირებადი სისტემური და ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოზი. არ შეიძლება არასრულწლოვანი ორსულის აცრა ცოცხალი ვაქცინით!

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი აცრის დღეს ავადაა?
ცხელების შემთხვევაში აცრა გადაიდება მანამდე, სანამ ტემპერატურა ნორმას არ დაუბრუნდება. იმუნიზაცია შეიძლება ჩატარდეს "უბრალო გაციების" ან სხვა ნაკლებად სერიოზული ავადმყოფობის დროსაც კი. იმ შემთხვევებში, თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება ხშირი სისხლდენები ცხვირიდან ან/და გულყრა (კრუნჩხვა), აცრის ჩატარებამდე, დამატებითი კონსულტაციისათვის მიმართეთ ბავშვის ექიმს. 5 წლამდე ასაკის ბავშვისათვის გულყრის უხშირესი მიზეზი ცხელებაა (38.5 გრადუსი და მეტი). სიცოცხლის პირველ 6 თვეში ეს იშვიათია. ზოგჯერ აცრასაც შეიძლება მოჰყვეს კრუნჩხვის გამომწვევი ცხელება.

რატომ სჭირდება ჩემს ბავშვს ერთი და იგივე ინფექციის წინაღმდეგ იმუნიტეტის გამოსამუშავებლად ერთზე მეტი აცრა?
ბავშვის ორგანიზმში იმუნიტეტის შესაქმნელად ზოგიერთი აცრის ერთხელ შესრულება არ არის საკმარისი. მაგ., დიფტერია/ყივანახველა./ტეტანუსის აცრა უნდა შესრულდეს 4-ჯერ, რათა ბავშვი სრულად იყოს დაცული.

http://topnews.com.ge/photo/news/20151128125811.png


ჩემი ბავშვი ნაადრევად დაიბადა. როდის უნდა გაუკეთდეთ ასეთ ბავშვებს პირველი აცრა?
ნაადრევად დაბადებულები ინფექციის დიდი საშიშროების ქვეშ იმყოფებიან. თუ ახალშობილის დაბადების წონა 1500 გრამზე ნაკლებია, მას ვაქცინაცია არ უტარდება სანამ ნორმალურ წონას არ მიაღწევს. 1500 გრამზე მეტი წონის ახალშობილებს ვაქცინაცია უტარდებათ მიღებული სქემის მიხედვით.

არსებობს თუ არა აცრის გარდა ინფექციებისაგან დაცვის სხვა საშუალებები?
აცრის გარდა, ბავშვის იმუნიზაციის სხვა გამოცდილი ეფექტური საშუალება არ არსებობს. აცრისაგან თავის არიდებას მხოლოდ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეიძლება ედოს საფუძვლად.


mshoblebi.ge


ნანახია: 3073-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საუბარი იქნება აცრებზე, რომლებიც იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით არის გათვალისწინებული და რომელსაც დღემდე მთლიანად სახელმწიფო
უფრო კონკრეტულად ნასიცხის სიმპტომებსა და მისი განკურნების გზებზე 'კლინიკა ბომონდი'-ს ამბულატორიული სამსახურის პედიატრი ხათუნა
წითელა დიდი პროცენტით გვაქვს მოზრდილებში, განსაკუთრებით 20-დან 40 წლამდე ასაკის მოზრდილებში და განსაკუთრებით ქალბატონებში.
კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულობით ხდება.უმეტესად კი ინფექცია დიარეით-ფაღარათით ვლინდება.
ვეტერანმა რკინიგზელმა გია ყრუაშვილმა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე შემზარავი ამბავი გაასაჯაროვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
პაატა იმნაძის განცხადებით, შემოდგომის სეზონზე თავს იჩენს წითელა და წითურა, რისთვისაც აუცილებელია, რომ მშობელმა მოზარდი

ამინდი