Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"თავისუფალი საქართველოს" ხედვა ქუთაისის მომავალთან დაკავშირებით

თარიღი : 28-11-2015, 12:25 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის მომავალთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას აქვეყნებს. წულაია თვლის, რომ სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, ქალაქი ახალი რეალობისა და გამოწვევების წინაშე დგას. შესაბამისად, მისი აზრით, ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტი მიმართული უნდა იყოს ქალაქის განვითარების და ფუნქციის შესაძენად.

"რათა ერთხელ და სამუდამოდ ქუთაისი იყოს თვითკმარი და არ უნდა იყოს მიჩერებული რას გამოწირავს თბილისი. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული თანხები სხვადასხვა დარგის ექსპერტების მოსაწვევად, რომლებიც იმუშავებენ ქუთაისის ადგილისა და როლის მონახვაზე, პარლამენტთან, სამინისტროებთან და სხვადასხვა სახის სამთავრობო დაწესებულებებთან ქუთაისის თვითმმართველობის უფლებების გაზრდაზე, ქალაქში არსებული ქონების მერიის ბალანსზე (განკარგვის უფლებით) გადმოცემაზე. ამისათვის საჭიროა ქონების აღწერა (მოვითხოვე ინფორმაცია და არ გადმომეცა). ყოველ მიტოვებულ შენობასა და მიწის ნაკვეთზე საკრებულოში მომზადდეს ნორმატიული აქტი, რომ ჯარიმების დაწესება მოხდეს კერძო და იურიდიულ პირებზე (მათ შორის სამინისტროებზე) რომელთა მფლობელობაშია არსებიული ქონება,"-აცხადებს გოგი წულაია.

"თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კიდევ ერთ საკითხს ეხება. გოგი წულაია აცხადებს, რომ ავტომანქანების მატება ქუთაისს ახალი რეალობის წინაშე აყენებს. ამიტომ, მისი აზრით, საჭიროა გზების გამტარუნარიანობის გაზრდაზე ფიქრის დაწყება.

"ი.ჭავჭავაძის გამზირზე, "კეჩის" ბაზრის მიმდებარე ტერიტორიზე უნდა აშენდეს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი ხიდი. პრობლემაა ავტომობილის პარკირება. ყოველი ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი თუ არასაცხოვრებელი შენობის სამშენებლო პროექტს, რომელსაც გასცემს ქალაქის მერია, უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული მიწისქვეშა სადგომი, ხოლო დღესათვის დასრულებულ შენობებზე თუ არის შესაძლებლობა, მოეწყოს სადგომები. ავტომანქანების რაოდენობის მატებასთან ერთად, ქალაქში იზრდება გამონაბოლქვი, რაც მალე კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს და საჭიროეა მისი რაღაც დოზით განეიტრალება. უნდა შეწყდეს სკვერების გასხვისება და ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც გამოიწვევს მრავლწლიანი მწვანე ნარგავების მასობრივ ჭრას. პირიქით, გამოვისყიდოთ იჯარით გაცემული სკვერები და დაიწყოს ხეების მასიურად დარგვა," - ამბობს გოგი წულაია.

"თავისუფალი საქართველო"-ს ერთ-ერთი ლიდერი ქუთაისის მომავალთან დაკავშირებით თავის ხედვაში ქალაქში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასაც ეხება. გოგი წულაიას თქმით, ქალაქში სოცილურად დაუცველი ოჯახებისთვის უნდა დაწესდეს კომუნალური ვაუჩერი, შეიქმნას საბინაო ფონდი. მუნიციპალიტეტმა ააშენოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლები და გადასცეს მათ დროებით სარგებლობაში. გარდა ამისა, წულაია თვლის, რომ ქალაქის მერიაში საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისგან უნდა შეიქმნეს სპეციალური კომისია, რომელიც იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებს შეისწავლის და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი პრობლემების გადაჭრას მოახდენს.

" ბიუჯეტში უნდა მოხვდეს თანხების იმ ბიზნესის განვითარებაზე, რომელიც ქმნის ადგილობრივ პროდუქციას. ტურიზმის განვითარებისთვის უნდა დამზადდეს საინფორმაციო რეკლამა და გაშუქდეს ევროპის სხვადასხვა ტელევიზიასა თუ გაზეთში. გაფორმდეს ხელშეკრულება ქალაქში არსებულ უნივერსიტეტებთან და მოხდეს მათთვის ხელშეწყობა უცხოელი სტუდენტების მოსაწვევად. საჭოროა ქალაქში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს წყლის პრობლემა. ამისათვის აუცილებელია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან ქუთაისის გამოყოფა, რადგან საქართველოში აკრებული 2 მილიონი ლარიდან 1 მილიონი ქუთაისიდან მიედინება თბილისში და 400 უსაქმურ ადამიანს ინახავს. ქალაქში ახალი დაგებული გზების გაჭრა უკვე საბოტაჟის ნიშნებს ბადებს, განსაკუთრებით კი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან," - ამბობს გოგი წულაია.

"თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თავის ხედვაში ქუთაისის მერიაში შტატების ოპტიმიზაციასაც ეხება.

"საჭიროა მერიაში მოხდეს სამსახურების ოპტიმიზაცია. კერძოდ, არსებობს მერიაში განყოფილებები და აიპები, რომელთა ფუნქცია ერთნაირია. უნდა გაუქმდეს ასეთი აიპები. ცალკე სასაუბრო თემაა ყინულის მოედანი. დღეს სპორტი გადაიქცა ბიზნესად. ამიტომ დაფინასდეს ისეთი სახეობა, რომელიც შემდგომში ქალაქს მოგებას მოუტანს როგორც სპორტული, ისე ფინანსური თვალსაზრისით. ყინულის მოედანი კი მხოლოდ ბიუჯეტის წურბელაა," - აცხადებს გოგი წულაია.


ნანახია: 1598-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის მერიას ქალაქში პარკირების საკითხის
წულაიას თქმით, თვეებია ქალაქში სხვადასხვა ადგილას წყალი იღვრება, რასაც ყურადღებას არავინ აქცევს.
როგორც პარტიის იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გოგი წულაია განმარტავს, ქალაქში არსებული სპორტული და კულტურულ
მოგიწოდებთ ყველას, რომ წინ აღვუდგეთ ამ ხელისუფლების ამ საქციელს.
'თავისუფალი საქართველო' შპს 'პარკინგსერვისს' თანხების არამიზნობრივ ფლანგვაში ადანაშაულებს.
გოგი წულაია ქუთაისში გადათხრილ გზებს აპროტესტებს.

ამინდი