Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20 პირს ქუთაისში ეტლები გადასცეს

თარიღი : 28-11-2015, 10:39 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ვიცე-გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ შშმ პირებს ეტლები გადასცეს. ქუთაისში მცხოვრებ ბენეფიციარებს სავარძლები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქუთაისის სოციალურ საკითხთა სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" წარმომადგენლებმა სახლში მიუტანეს. ამ ეტაპზე სავარძლებით 20 ადამიანი დაკმაყოფილდა. 2014 წელს კი პროგრამის ფარგლებში ეტლები იმერეთში მცხოვრებმა 250-მა ბენეფიციარმა მიიღო.
იმერეთის რეგიონში კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. ეტლები გადაეცემა რამდენიმე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბენეფიციარებსაც. ხარაგაულში კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება. ასევე, ამ ადამიანებისთვის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაგეგმილია კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების მოწყობა.


ნანახია: 2150-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მსგავსი ღონისძიება ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, მომავალშიც გაიმართება.
ხარაგაულში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ქუთაისში ეტლი 53 ბენეფიციალმა მიიღო. მსგავსი საქველმოქემდო აქცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მომავალშიც გაიმართება.
აქცია „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურმა ცენტრმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და

ამინდი