ქუთაისში შოთა მურღულიას სახელობის ორმო გაიხსნა
თარიღი : 27-11-2015, 21:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ვაჟა ფშაველასა და ზვიად გამსახურდიას ქუჩებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „მონიტორის“ წევრებმა ქალაქის მერ შოთა მურღულიას სახელობის ორმო გახსნეს.
ორმოს გახსნის ცერემონიას არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. მათი თქმით, აღნიშნული აქცია-პერფორმანსებით, მათ ქუთაისში არსებული გაუსაძლისი საგზაო ინფრასტრუქტურა გააპროტესტეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურა განადგურებულია, რის გამოც მსგავსი ტიპის აქცია-პერფორმანსებს მომავალშიც გააგრძელებენ.
აქციას ქალაქის მერიაში გამოეხმაურნენ. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თქმით, სამუშაოები დაწყებულია და უახლოეს დღეებში აღნიშნულ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.