Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბიუჯეტიდან ყველაზე მეტად დაფინანსება ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზრდება

თარიღი : 8-10-2013, 13:48 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
ბიუჯეტიდან ყველაზე მეტად დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს ეზრდება. ის დაახლოებით 2 მილიარდ 700 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტის 30 პროცენტს შეადგენს. 280 მილიონ ლარამდე გაზრდილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებაც. რაც შეეხება განათლების სამინისტროს, მისი დაფინანსება 64 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, ეს თანხები მთლიანად სკოლების რეაბილიტაციას და სასწავლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას მოხმარდება.
"მნიშვნელოვანია ის, რომ 2014 წელს იგეგმება 26 პროფსასწავლებლის გახსნა, რომლისთვისაც ბიუჯეტში 23 მილიონი ლარია გათავლისწინებული. სოფლის მეურნეობის განხრით 130 მილიონი ლარი მთლიანად სოფლის მეურნეობის განვითარებას მოხმარდება. აგრეთვე 68 მილიონი ლარია გამოყოფილი იაფი აგროკრედიტისთვის. დანარჩენ სამინისტროებში კი ის რეფორმები გაგრძელდება, რომელიც 2013 წელს დაიწყო", - განაცხდა გიორგი თაბუაშვილმა.
2014 წლის ბიუჯეტის მთლიანი ასიგნაციები 9,9 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2013 წელთან შედარებით საკმაოდ გაზრდილია. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ამ წუთებში კომიტეტის სხდომებზე 2014 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს.


ნანახია: 2034-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2013 წელს დაფინანსება შეადგენდა 2 793 000 ლარს, ხოლო 2014 წლის ბიუჯეტში ის 1 097 100 ლარს შეადგენს
მისივე თქმით, სოფლის მეურნოების სამინისტროს შემთხვევაში მატება ორი მიმართულებითაა, ერთია, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია.
ბიუჯეტის პროექტით ყველაზე მეტი დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, ასევე, სოფლის
პარლამენტი დღეს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.
ბიუჯეტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე შევიდა.