Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აკაკი წერეთლის 175 წლის იუბილე მწერლის სახელობის უნივერსიტეტში

თარიღი : 27-11-2015, 20:12 | კატეგორია: საზოგადოება, კულტურა   
topnews.com.ge
კულტურის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წელს აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილე აღინიშნება. ქუთაისში, პოეტის სახელობის უნივერსიტეტში ვასილ ამაშუკელის ფილმის - "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" ჩვენება გაიმართა. სტუდცენტებს ასევე, კინომცოდნე პროფესორი გოგი დოლიძე შეხვდა.

"აკაკის დღეებია და ჩამოვედი, რათა ვისაუბრო ფილმზე, რომელიც მის საპატივცემულოდ გადაიღეს. ეს ფილმი მსოფლიოში პირველ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმადაა მიჩნეული, მაგრამ ამას ძალიან დიდი ოფიციალური აღიარება სჭირდება"- ამბობს კინომცოდნე გოგი დოლიძე.

აღნიშნული ღონისძიება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით განხორციელდა.

"აკაკიმ სწორედ ქუთაისისდაინ დაიწყო მისი ყველაზე ცნობილი მოგზაურობა, რომელმაც საუძველი დაუდო ქართული კინოს ჩამოყალიბებას," - ამბობს ღონისძიების ორგანიზატორი თამთა თურმანიძე.

ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტის ფოიეში აკაკის მოგზაურობის ამსახველი ფოტოები გამოიფინა.


ნანახია: 3239-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიების ფარგლებში, თეატრის ფოიეში მოეწყო აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი გამოფენები და წიგნის
ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, 13
ქუთაისში, აკაკი წერეთლის 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი პუბლიცისტისა და მწერლის იოსებ ჭუმბურიძის წიგნის, „ჩანაწერების კრებული“
წელს 175 წელი შესრულდა აკაკის დაბადებიდან.

ამინდი