გუბაზ სანიკიძის ბიუროს უფროსი შესაძლოა 3 000 ლარით დააჯარიმონ

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის ბიუროს უფროსის ამირან ვაშაკიძის ბრალდებებს ქალაქის მერიაში პასუხობენ. ვაშაკიძემ ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა უკანონო მშენებლობებზე გასცა. აღნიშნულის მაგალითად ვაშაკიძემ შმიდტის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაასახელა.
ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭეიშვილის თქმით, მსგავსი ბრალდებით ამირან ვაშკიძე საკუთარი თემის გადაფარვას ცდილობს. კერძოდ, ბაქარ ჭეიშვილი განმარტავს, რომ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსს უკანონო მშენებლობაზე ქალაქის მერიისგან გაფრთხილება თავად აქვს მიღებული.
„ვაშაკიძეს მისმა მეზობელმა უჩივლა, რომ მას სახელმწიფო მიწაზე აქვს ეზო გაგრძელებული და მიშენება აქვს გაკეთებული. ჩვენ მას ორთვიანი ვადა მივეცით გამოსასწორებლად. ის ამ თემის გადაფარვას ცდილობს. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, შესაძლოა ვაშაკიძე 3 000 ლარით დაჯარიმდეს. ბრიფინგი მას შემდეგ გააკეთა, რაც გაფრთხილება მივეცით. რაც შეეხება კორპუსის მშენებლობას, ის უკანონოდ არ გაცემულა,“ - ამბობს ბაქარ ჭეიშვილი.