Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიამ ყაზბეგის ქუჩის რეაბილიტაციაზე მომუშავე ფირმა შავ სიაში შეიყვანა

თარიღი : 27-11-2015, 11:32 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიამ ქალაქში, ყაზბეგის ქუჩის რეაბილიტაციაზე მომუშავე ფირმა შავ სიაში შეიყვანა. აღნიშნულის მიზეზად ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა „გზა 21“-ეს მხრიდან აღებული ვალდებულების მიმართ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება და პროექტის შეფერხება დაასახელა. როგორც მიქიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ფირმა ორი წლის განმავლობაში საქართველოში ვერც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ვერ შეძლებს.

„ ისევე როგორც 2015 წელს, მომავალ წელსაც მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებას. აღნიშნული მოთხოვნების მკაცრი გაკონტროლებით მიმდინარეობდა მიმდინარე წლის ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, თუმცა იყვნენ ორგანიზაციები, რომელთა არაკეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხებაც გამოიწვია. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად შეიძლება მოყვანილი იქნას ყაზბეგის ქუჩის გრანიტის ფილებით მოპირკეთებითი სამუშაოები. აღნიშნული ხელშეკრულების ღირებულება 533 112 ლარს შეადგენდა. ორგანიზაციამ სამუშაოების შესრულება ვერ განახორციელა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად და მას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა ჯარიმა 0.1%-ის ოდენობით, რამაც საერთო ჯამში 43 183 ლარი შეადგინდა. ასევე, ორგანიზაციას ხელშეკრულების შესაბამისად დაუკავდა ორი წლის საგარანტიო ვადისათვის განკუთვნილი თანხა 9908 ლარის ოდენობით. სულ საერთო ჯამში ორგანიზაციას ბიუჯეტის სასარგებლოდ 53 091 ლარი დაუკავდა. დღეისათვის ორგანიზაციას, ქუჩაზე წარმოქმნილი ხარვეზების გამო, გაეგზავნა წერილი ხარვეზების აღმოფხვრის მოთხოვნით, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას არ დაუბრუნდება დაკავებული თანხა, რაც თავის მხრივ, ახალი ტენდერის საფუძველზე გამოყენებული იქნება ქუჩაზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრისათვის,“ - აცხადებს ნოდარ მიქიაშვილი.

ვიცე-მერის თქმით, 2016 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას მთავარი მოთხოვნა სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაა, რასაც მისივე თქმით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინსპექტირების ჯგუფები ყოველდღიურად გააკონტროლებენ.


ნანახია: 1674-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვიცე-მერმა კომპანიებს მოუწოდა, რომ 2016 წელს ქუთაისში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩაერთონ, ხოლო
საქართველოში „შიტრიტ ჯგუფის“ წარმომადგენლის აარონ გაგულაშვილის თქმით, კომპანიას აღებული ვალდებულებების შესრულებაში ხელი ქართველმა
შავლეგო ტაბატაძის თქმით, 2019 წელს იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 330 595 589 ლარი დაიხარჯება.

ამინდი