ქუთაისის ვიცე-მერი კომპანიებს მიმართავს
თარიღი : 27-11-2015, 11:19 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

„2016 წელი გაცილებით მასშტაბური და დატვირთული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით, ვიდრე 2015 წელი,“ - ამის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მიქიაშვილის თქმით, ქუთაისის მერიამ 2016 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციაზე მუშაობა დაიწყო, რაც 2016 წლის ბიუჯეტში აისახება.
ვიცე-მერმა კომპანიებს მოუწოდა, 2016 წელს ქუთაისში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩაერთონ, ხოლო სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შეასრულონ.
„მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებიდან არც ერთი თეთრის დაკარგვას არ აპირებს ქუთაისის მერია. გვინდა რაც შეიძლება მეტი კომპანია ჩაერთოს სამუშაოებში და სამუშაო ხარისხიანად შეასრულონ,“ - აცხადებს ნოდარ მიქიაშვილი.