Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი ქალაქის მერიას უპირისპირდება

თარიღი : 27-11-2015, 10:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი ქალაქის მერიას უპირისპირდება.
ამირან ვაშაკიძის თქმით, ქალაქის მერიის არქტიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან წინააღმდეგობაში მოდის.
როგორც ვაშაკიძე ამბობს, ქალაქის მერიის მიერ გაცემული ნებართვის მიხედვით, შმიდტის ქუჩაზე მრავალსართულიანი შენობა უნდა აშენდეს, რასაც შენობის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს.
"ხელთ მაქვს სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც კატეგორიულ წინააღმდეგობაში მოდის არქტიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულ ნებართვასთან სიმაღლის პარამეტრში. დასკვნაში ნათლად წერია, რომ შენობის მაქსიმალური სიმაღლე უნდა იყოს 14 მ და 45 სმ. ამათი გაცემული ნებართვით კი ეს 5 მეტრით, ანუ 2 სართულით მაღალია. საუბარია შმიდტის ქუჩა# 78-ში შენობის მშენებლობაზე. მე მინდა გითხრათ, რომ ამ შენობის უკან მცხოვრები მოსახლეობა არის აღშფოთებული და მერიის მიერ გაცემული ამ ნებართვის კატეგორიული წინააღმდეგი,"- აცხადებს ვაშაკიძე.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ბრიფინგს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობაში კომენტარით მოგვიანებით უპასუხებენ.


ნანახია: 2184-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 16:00 საათზე, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ამირან ვაშაკიძე ბრიფინგს
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის ბიუროს უფროსის ამირან ვაშაკიძის ბრალდებებს ქალაქის მერიაში პასუხობენ.
ვაშაკიძე აცხადებდა, რომ საცხოვრებელი კორპუსი მას ზიანს აყენებდა.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მშენებლობის საქმეს სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან. ამის შესახებ
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე დაგეგმილი მშენებლობა აქციით გააპროტესტეს ქალაქის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ.

ამინდი