ზესტაფონში სამართალდამცველები რეიდებს ატარებენ

ზესტაფონში სამართალდამცველები რეიდებს ატარებენ.
როგორც ადგილობრივებმა topnews.com.ge-ს განუცხადეს, 2 დღეა, ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში სამართალდამცავები ავტომანქანებს რამდენიმე წუთით აჩერებენ, ამოწმებენ საბუთებსა და ავტომანქანის საბარგულებს.
ადგილობრივების თქმით, არის შემთხვევები, როცა რამდენიმე პირი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.
როგორც topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ზესტაფონში, ისევე, როგორც პერიოდულად საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მინისტრის ბრძანებით, საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს.