გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები მკვლელობაზე საუბრობენ

ქუთაისის მე-2 საპყრობილეში გარდაცვლილი თენგიზ ძველაიას პატიმრის ოჯახის წევრები მკვლელობაზე საუბრობენ. გარდაცვლილის მამის დავით ძველაიას განცხადებით, პატიმარს თავის მოკვლის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, რადგან საპყრობილეს გირაოს სანაცვლოდ მალე დატოვებდა.
მისივე თქმით, გარდაცვლილი მოკლულია და მას ქუთაისის ციხის ერთ-ერთ ე.წ. მაყურებელთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, რაც ოჯახისთვისაც ცნობილი იყო. სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის სენაკელი ახალგაზრდა ქუთაისის საპყრობილეში 24 საათის შეყვანილი იყო. მინისტრის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ეს სუიციდი იყო.
"წინასწარი ინფორმაციით, ეს სუიციდია, თანაც პრაქტიკულად, 24 საათი არ იყო გასული მისი შემოყვანიდან, თუმცა მისთვის ეს მეორე პატიმრობა იყო. 28 აგვისტოს პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა. გაუგებარია, რა მოხდა, რადგან თავად იცოდა, რომ რამდენიმე დღეში უნდა გათავისუფლებულიყო, გირაო ჰქონდა შეფარდებული. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ინახულეს, მათ შორის, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ნახევარი საათის გასული იყო მისი საკნიდან და როდესაც შებრუნდა, გარდაცვლილი დახვდა", - განაცხადა სუბარმა.