Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდინარე ხანისწყლის ნაპირგამაგრება დასრულდა

თარიღი : 26-11-2015, 22:13 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, მდინარე ხანისწყალის კალაპოტში, ნაპირსამაგრი სამუშაოები დაასრულა.

მდინარე ხანისწყლისთვის დამახასიათებელი წყალდიდობების შედეგად წარმოქმნილი მეწყერი საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და ეკლესიას.

აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, ფლეთილი ლოდების გამოყენებით, ბერმის მშენებლობა გადაწყდა და 185 მ. სიგრძის სანაპირო ზოლის დაცვა მოხერხდა.

აღნიშნული ტიპის ნაპირდამცავი ნაგებობა ხანგრძლივი ექსპლუატაციით გამოირჩევა და მეწყრული კერის არსებობის პირობებშიც კი, მუდმივად განახლების საშუალებას იძლევა.

პროექტი, რომლის ღირებულება 1885 ათასი ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.


ნანახია: 2134-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტი მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 527 089 ლარია. სამუშაოები 2016 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წლის
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და სოფელ საიმედოს ტერიტორიაზე

ამინდი