პოეზიის საღამოზე მოწვეულ პოეტებს სტუდენტებმა შემოქმედება დაუწუნეს
თარიღი : 26-11-2015, 20:57 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემურ ელიავასა და როინ აბულაძის პოეზიის საღამო გაიმართა. საღამოს ორგანიზატორის ვანო ჟორჟოლიანის თქმით, პოეტები უნივერსიტეტმა სტუდენტების სურვილიდან გამომდინარე მოიწვია.
"ქუთაისში მეორედ თუ მესამედ მაქვს პოეზიის საღამო. ვიღაცას მოეწონა დღევანდელი დღე, ვიღაცას -არა, მაგრამ მე მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით,"-ამბობს თემურ ელიავა.
პოეზიის საღამოს მიმდინარეობისას დარბაზში ერთ-ერთმა მსმენელმა პრეტენზია გამოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ მოწვეულმა პოეტებმა ახალი არაფერი შესთავაზეს მკითხველს და მათ მიერ წაკითხული ლექსების მოსმენა ისედაც შეიძლებოდა.
"დღეს ქუთაისმა გვიმასპინძლა. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, არ ველოდი ამდენ ადამიანს აუდიტორიაში. მიხარია, რომ ამდენი გულშემატკივარი ჰყავს პოეზიას. ხოლო პრეტენზია, რომელიც გამოითქვა, მისაღებია ჩემთვის "-ამბობს როინ აბულაძე.