Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მარტოხელა დედა, რომელსაც დამ სახლი და სახელმწიფომ შემწეობა წაართვა

თარიღი : 26-11-2015, 17:48 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები ირინა ფეტისოვა მარტოხელა დედაა. ფეტისოვა ორ შვილს მარტო, პენსიის იმედით ზრდის. ამბობს, რომ თუ ამ დრომდე თავის გატანას როგორმე ახერხებდნენ, ამჯერად, ლარის გაუფასურებისა და გაზრდილი ყოველდღიური ყოფითი პრობლემების ფონზე, მათი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

"21 წელია პატიმარი ვარ. ჩემს უფროს შვილს ეპილეფსია, ცერებრალური დამბლა და გონებრივი ჩამორჩენა სჭირს. არ აქვს ტვინის ხვეულები, არ მეტყველებს და არ აზროვნებს. ტკივილების გამო აგრესიულია. ამ დროს ფანჯრებს ამტვრევს და კედელს ურტყამს თავს. უმცროსი შვილი ამ ეტაპზე ბავშვთა სოფელში მყავს, რადგან უფროსის ავადმყოფობის გამო მის მოვლას ვეღარ ვახერხებდი,"-ამბობს ირინა ფეტისოვა.

მარტოხელა დედას ჯამრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები თვითონაც აქვს. ამ უკანასკნელს კი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები ემატება. ამბობს, რომ სოციალურ შემწეობას გაუგებარი მიზეზების გამო ვეღარ იღებს. მეზობლები აცხადებენ, რომ შემწეობის მიზეზი დიდი სახლი, რამდენიმე წლის წინ სახლში დაგებული პარკეტი და ირინას განათლებაა.

http://topnews.com.ge/photo/news/20151126174719.png


„ეს სახლი სადაოა, რადგან დამ წამართვა და თავის სახელზე გადაიფორმა. სასამართლოს დადგენილებით რამდენიმე ოთახის ჩემთვის დატოვება მოვახერხე, თუმცა ჯერ იურიდიულად არ დაუმტკიცებიათ. თანაც სახლი გადახურვას საჭიროებს. წვიმის დროს წყალი ჩამოდის. პენსია 300 ლარის ოდენობით საკმარისი არაა. საჭირო მედიკამენტებსაც კი ვერ ვყიდულობთ. საკვები მადლიერების სახლიდან გამომაქვს, თუმცა, რადგანაც უკვე სოციალურად დაუცველი აღ ვარ, ალბათ მალე ამასაც ვეღარ შევძლებ,“ - ამბობს მარტოხელა დედა.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 1711-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყლტუბოში, სოფელ ოფშკვითში მცხოვრები გურანდა თათეიშვილი მარტოხელა დედაა.
გაბუნია, რომელიც ორ მცირეწლოვანს მარტო ზრდის, ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ 156-ლარიან
სოციალურად დაუცველი ოჯახის მეზობლები ამბობენ, რომ გოგსაძეების ოჯახის მსგავსად მუნიციპალიტეტში არავის უჭირს.
ბაღდათის სოფელ მეორე ფერსათში მცხოვრები თამარ ფაშხუიძე სამი წელია შეწყვეტილი სოციალური შემწეობის აღდგენას ცდილობს.
დიანა ნიქაბაძე ამბობს, რომ დახმარება მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. ქალბატონს არც პენსია აქვს. ნიქაბაძეს საპენსიო
მაია ტაბლიაშვილი ამბობს, რომ ათი წელია ცხოვრება ელექტროენერგიის გარეშე უწევს.

ამინდი