Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"რუსეთ- თურქეთის ომი მუდამ სასარგებლო იყო საქართველოსათვის"

თარიღი : 26-11-2015, 16:56 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
მსოფლიო ჩემპიონი, "არჩევნების ანატომიის" ავტორი ბესო მიქელთაძე რუსეთისა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობებს აანალიზებს. მიქელთაძე ამბობს, რომ საქართთველოს აღნიშნული ვითარებიდან სარგებლის მიღება შეუძლია.

"რუსეთ-თურქეთის ომი მუდამ სასარგებლო იყო საქართველოსათვის. თუ ჭკუა გვეყოფა, იგივე უნდა მოხდეს ეხლაც. თანაც ეს დავა მინიმუმ 10 წელი არ დალაგდება. რუსულ დუმაში დეპუტატები აია სოფიას საქრისტიანოსათვის დაბრუნების ინიციატივით გამოვიდნენ. რუსებმა დღეს სირიაში თურქული ჰუმანიტარული კონვოი ააფეთქეს. მოკლულია 7 თურქი სამხედრო, დაჭრილია 40- მდე ასკერი. რუსებმა მთლიანად ჩაკეტეს სავაჭრო სივრცე თურქეთთან. ასევე, დახურეს ტურისტული ინდუსტრია. შეგახსენებთ, წლიურად თურქეთში 4 მილიონი რუსი ტურისტი ისვენებდა. ამ ყველაფერს გაგრძელება მოყვება. პუტინს თვითმფრინავი შეგნებულად ჭკუის სასწავლებლად ჩამოუგდეს. მიანიშნეს, შენი ჭკუით ღმერთის მესამე მოადგილეობის თამაშს შეეშვიო. პარალელურად, უშუქოდ დატოვეს ყირიმი. იგივე გაუკეთეს, რაც ჩვენ გაგვიკეთა 2006 წელს. არადა ყირიმელ მოსახლეობას პუტინი ღმერთი ჰგონია. ეხლა გამოდის, რომ ამ ღმერთის მოადგილეს არც დენის მიცემა შეუძლია საკუთარი მოსახლეობისათვის და არც საკუთარი ჯარის დაცვა. ის უბრალო ბლეფმაისტერი "პეშკაა" საჭადრაკო დაფაზე," - ამბობს მიქელთაძე.

მისივე თქმით, არსებული ვითარების ფონზე, საინტერესო მოვლენები ჯერ კიდევ წინაა. როგორც მიქელთაძე ამბობს, რუსეთში მასიური აფეთქებები დაიწყება, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაიწყებს ტერაქტებს თურქეთში, აფეთქებებს სტამბულსა და საკურორტო ზონებში. ასევე, ქურთი ტერორისტების დაფინანსებას, მოინდომებს თურქეთის შიგნით, თურქებსა და ქურთებს შორის სამოქალაქო ომის წამოწყებას.

"პარალელურად, რუსეთს სავალუტო რეზერვი ელევა, ის მას მაქსიმუმ 10 თვეს ეყოფა, ანუ დგება რუსული რუბლის გაკუპონების დრო. სიტუაცია ომამდე არ მივა, ვინაიდან რუსეთს თურქეთთან პირდაპირი ომის რეზერვი არ გააჩნია, მაგრამ ორი სულთნის ხასიათიდან გამომდინარე, დამთმობი და გადამყლაპველი არც ერთი არაა. ისინი ერთმანეთს დააქცევენ. მე რომ საქართველოს ხელისუფალი ვიყო, ეხლა დიდი სიამოვმებით დავიწყებდი რუსეთში საქართველოს ზამთრის და ზაფხულის კურორტების რეკლამას, ხელს შეუწყობდი თურქული პროდუქციის გადამუშავების რეჟიმში მოქცევას, რათა ისინი რუსეთში შემდეგი მარკით გასულიყო: წარმოებულია საქართველოში. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს საშუალება საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა გავზარდოთ მინიმუმ 1 მილიონი ადამიანით. ეს ყველაფერი კი საქართველოს ბიუჯეტს მინიმუმ 2 მილიარდით გაზრდიდა. შესაბამისად გაგვეზრდებოდა ყველა საერთაშორისო რეიტინგი. უპრობლემოდ გაიზრდებოდა პენსიები. მე რომ ხელისუფალი ვიყო, მინისტრებს კაბინეტებში ჩავკეტავდი და სანამ ქვეყნისათვის სასურველ შედეგს არ მივიღებდი, მანამ მათ გარეთ ცხვირსაც არ გამოვაყოფინებდი. ეხლა ჩვენი დროა. იმოქმედეთ, იმოქმედეთ თუ გიყვართ საქართველო. ჩათვალეთ, ორი სულთნის ჩხუბით ტუზი დაგეცათ," - მიმართავს ბესო მიქელთაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს.


ნანახია: 2426-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიმართვაში მიქელთაძე 290-ე ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ საუბრობს.
მსოფლიო ჩემპიონი და წიგნის- 'არჩევნების ანატომიის' ავტორი ბესო მიქელთაძე დეპუტატებს მიმართავს. მიქელთაძე მათ პარლამენტის
'არჩევნების ანატომიის' ავტორის თქმით, ერთი მმართველობის მეორით ჩანაცვლება არა ძალმომრეობით, არამედ სისტემური ცვლილებების გზით
მსოფლიო ჩემპიონი და წიგნის-"არჩევნების ანატომიის' ავტორი ბესო მიქელთაძე უნივერსიტეტების რეიტინგის შესახებ წერს.
„რუსეთი 5 წელიწადში დაიშლება,“- ამ პროგნოზს დოქტორი და წიგნის "არჩევნების ანატომიის" ავტორი ბესო მიქელთაძე აკეთებს.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალების გამოქვეყნებას მსოფლიო ჩემპიონი ბესო მიქელთაძე სოციალურ ქსელში აფასებს.

ამინდი