ქუთაისის მერმა ჭადრაკის ტურნირში გამარჯვებულები დააჯილდოვა
თარიღი : 26-11-2015, 16:35 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ჭადრაკში დავით ჩირაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დასრულდა. ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საჭადრაკო კლუბ ,,მაია“-ში ტურნირი 19 ნოემბერიდან მიმდინარეობდა. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას 7,8,9 და 10 წლის ასაკის მოჭადრაკეები ღებულობდნენ. შეჯიბრება გუნდური შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა. გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები სპეციალური პრიზებითა და ფულადი პრემიებით ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ლომინაზემ დააჯილდოვეს.