საქართველოში 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება აიკრძალება

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი, რომელიც 16 წელს მიღწეულ გოგონათა ქორწინებას ეხება. დოკუმენტის მიხედვით, ქორწინებაზე თანხმობის გაცემის უფლება აღარ ექნებათ მშობლებს - ეს საკითხი მხოლოდ სასამართლოს კომპეტენცია ხდება. ინიციატივის ავტორის თამარ კორძაიას თქმით, მომავალში საქართველოში 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება საერთოდ აიკრძალება.