Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ქალაქის ეტალონ მოსწავლეს გამოავლენენ

თარიღი : 26-11-2015, 11:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ,,ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენი ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდება. კონკურსი 26 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მიერ წარმოდგენილი 40 მოსწავლიდან ერთი გამარჯვებული, 2016 წლის 21 მაისს, ქალაქ თბილისში, ,,საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატი - ეტალონი 2016’’-ის ფინალურ თამაშში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ,,საქართველოს 2015-2016 სასწავლო წლის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

პროექტი ,,ეტალონი“ წარმატებულად აპრობირებული და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სისტემური მეთოდით ხორციელდება. მეთოდი თამაშ-თამაშით ახალგაზრდების სწავლა-განათლებით დაინტერესებაზე; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე; კულტურული და შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობაზე და პოზიტიური განწყობის შექმნაზე არის ორიენტირებული.

პროექტის მასშტაბური მიზანია: ახალგაზრდების სწავლა-განათლებითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით უფრო მეტად, კრეატიულად და თამაშ-თამაშით დაინტერესება-მოტივირება; სახელმწიფოს მხრიდან განათლებული და ჯანსაღი ახალგაზრდების მიმართ პერმანენტული და მიზანმიმართული მხარდაჭერა.


ნანახია: 1489-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლადო მესხიშვილის ქუთაისის დრამატულ თეატრში ქალაქის 40 სკოლის მოსწავლე ერთმანეთს "ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მოსაპოვებლად
'ეტალონი'-ს ფინალური ტური ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში ჩატარადა.
გთავაზობთ, ქუთაისის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.