ტელე-რადიო კომპანია „რიონი“ საზოგადოებას ფინანსურ დახმარებას სთხოვს
თარიღი : 26-11-2015, 00:10 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ტელე-რადიო კომპანია "რიონის" გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
ღვინიანიძე ასევე, ბიზნესმენებს ტელევიზიაში რეკლამის განთავსებისკენ მოუწოდებს. შემოსული თანხით კი, მისი თქმით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მიზნით აღებულ სესხებს დაფარავს.
"მეგობრებო, ვისაც გიყვართ და გული შეგტკივათ ტელე–რადიო კომპანია "რიონზე", მის 26 -წლიან ისტორიაზე!!! ნუ დატოვებთ ქალაქსა და რეგიონს ტელევიზიის გარეშე. დაგვეხმარეთ ციფრულზე გადასვლის გამო აღებული სესხების გასტუმრებაში. ჩვენი სახსრები არ ყოფნის ხელფასებსა და გადასახადებს. ვისაც ბიზნესი გაქვთ, განათავსეთ რეკლამა. ვისაც დახმარების სურვილი გაქვთ, შემოგვწირეთ რამდენიც შეგიძლიათ შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: GE71TB0362836080100003, TBCBGE22, ს/კ 212678093, ს/ს ,,თიბისი ბანკი" , შპს ტელე–რადიო კომპანია ,,რიონი", ქ. ქუთაისი ფალიაშვილის 2,"- აცხადებს თამარ ღვინიანიძე.
შეგახსენებთ, რომ "რიონი" საქართველოში პირველი დამოუკიდებელი კომერციული ტელევიზიაა, რომელიც 26 წელია მაუწყებლობს.