ჭიათურის მაღაროში დაშავებული მამაკაცი იმერეთის გუბერნატორმა მოინახულა
თარიღი : 25-11-2015, 18:05 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ჭიათურის მაღაროში აფეთქების შედეგად დაშავებული თეიმურაზ ღუღუნიშვილი მკურნალობას ქუთაისში, ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადის. დაზარალებული იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ მოინახულეს. ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება.
რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინცინდენტის დროს 25-ე მაღაროში ორი ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ფაქტზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობ. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ აფეთქების მიზეზი მუშების მხრიდან უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა გახდა.