Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჩვენი განათლების სისტემა ჩამორჩება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშე დღეს ქვეყანა დგას"

თარიღი : 25-11-2015, 15:13 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, კულტურა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა სოციალისტების" ქუთაისის ფილიალის ორგანიზებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციის თემას-განათლება და კულტურა წარმოადგენდა, ხოლო მოწვეული სტუმარი მწერალი, საბას პრემიის ლაურეატი ტორესა მოსი იყო.

"ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესებულია იმით, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გახადოს ინფორმირებული განათლების, კულტურის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ტორესა მოსი კი არის წლის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი და ქუთაისის ახალგაზრდობა ძალიან მოკლებულია ასეთ ადამიანებთან შეხვედრებს. ის სტუდენტებს ჩამოუყალიბებს გარკვეულ ხედვებს, რაც სამომავლოდ თავიანთი პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებათ. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემები განათლების სისტემაში, კულტურის სფეროში. ხშირად სტუდენტი ვერ იღებს კვალიფიციურ განათლებას, ირღვევა მისი უფლებები და ამ პრობლემების გადაჭრის გზა საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ,"-ამბობს "ახალგაზრდა სოციალისტების" ქუთაისის ფილიალის საკოორდინაციო კომიტეტის მდივანი გიორგი ბურჯანელი.

მოწვეულმა მწერალმა ტორესა მოსიმ საქართველოში განათლების და კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებსა და საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები კარგი არის იმისთვის, რომ გაიხსნას სადისკუსიო ველი. მოხდეს აზრების, იდეების გაზიარება ერთმანეთისთვის, რაც ქმნის იმის საფუძველს, რომ ვიპოვოთ გამოსავალი. ჩვენი განათლების სისტემა ჩამორჩება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშე დღეს ჩვენი ქვეყანა დგას. ადეკვატური და კონკუტენტუნარიანი განათლების მიღება სულ უფრო პრობლემური ხდება. ვთვლი, რომ გამოსავალი უნივერსიტეტების სეგმენტიზაციაშია. კონკრეტულ უნივერსიტეტებში კონკრეტულ სკოლებზე მოვახდინოთ შესაბამისი ბაზის კონცენტრირება,"-ამბობს ტორესა მოსი.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 2023-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეკრებილმა ახალგაზრდებმა მათ პრობლემებზე ისაუბრეს და წერეთლის უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილეს ყურადღება.
მოსწავლეები, რომლებიც ვერ ემზადებიან რეპეტიტორებთან განათლების გარეშე რჩებიან
ლექციის მთავარ თემას განათლება და განათლების სისტემაში არსებული პრობლემები წარმოადგენდა.
ორგანიზაციის წევრებს აქციაზე წარმოდგენილი ჰქონდათ ფურცელი, რომელზეც სურვილის შემთხვევაში თითოეულ მოქალაქეს შეეძლო ესა თუ ის
სოზარ სუბარმა სტუდენტებთან საუბრისას სახალხო დამცველად მუშაობის გამოცდილებაც გაიხსენა.

ამინდი