,,ნუ გაათხოვებ! ადრეული ქორწინება ძალადობაა!"-აქცია ქუთაისში

,,ნუ გაათხოვებ! ადრეული ქორწინება ძალადობაა!", -ამგვარი სლოგანებით ქუთაისში, ქალთა მოძრაობისა და ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, ოპერისა თეატრის წინ, ადრეული ქორწინების წინააღმდეგ მიმართული აქცია გაიმართა.
აქციაში ჩართული მონაწილეები გმობდნენ გოგონებზე ძალადობის ისეთ ფორმას, როგორიც ნაადრევი ქორწინებაა. აქციის მონაწილეებმა საზოგადოებას ის სტატისტიკური მონაცემები გააცნეს, რომელთა თანახმად, ყოველდღიურად 4 არასრულწლოვანი გოგონა დედა ხდება.
,,სტატისტიკური მონაცემებით, გოგონების ნაადრევი ქორწინებით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის მეორე ადგილს იკავებს. ეს ცუდად იმოქმედებს როგორც გოგონებზე, ისე ქვეყნის განვითარების პროცესზე. ამიტომ, დღევანდელი აქციით ვგმობთ ამ ფაქტს, "-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აკაკი საღინაძემ.
ადრეული ქორწინების წინააღმდეგ მიმართულ აქციას მოსწავლეებთან ერთად ქუთაისის აქტიური მოქალაქეები შეუერთდნენ.
თიკო ძოძუაშვილი