ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ მზრუნველობამოკლებულ ბავშვზე მეურვეობა იკისრა
თარიღი : 25-11-2015, 14:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამ წელიწადში ერთხელ, საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირ -,,იმედის სახლი“-ს მიერ ობოლ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვების ნათლობა ტარდება. ,,იმედის სახლი“ ბავშვებს ნათლიად წარმატებულ და ცნობილ სახეებს ურჩევს. ამჯერად ორგანიზაციის ხელმძღვანელის ,,იმედის გმირის“ თამარ გავაშელაშვილის მიწვევით ერთ-ერთი ბავშვი, სამი წლის ელენე გურული ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა დავით დვალმა მონათლა. ,,მოხარული ვარ,რომ ,,იმედის სახლი“-ს დამფუძვნებელმა ამ პროექტში მიმიწვია. ეს ჩემთვის დიდი პატივია. ჩემის მხრიდან მაქსიმალურ ყურადღებას გამოვიჩენ ნათლულის მიმართ. იმედი მაქვს, რომ ამ კეთილშობილურ პროექტში ბევრი ადამიანი ჩაერთვება,“-აღნიშნა დავით დვალმა.