ქუთაისის მერიამ ქონებები გააჩუქა
თარიღი : 25-11-2015, 14:43 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქონებრივი საკითხების განხილვას დაეთმო ქუთაისის საკრებულოს მეთექვსმეტე სხდომა. დეპუტატებმა ახალი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების გარდა, ქალაქის მერიის ბალანსზე არსებული ქონების ჩუქების ფორმით გაცემის საკითხებიც განიხილეს.
საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, ააიპ ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებას ორი ოთახი დაემატა იმავე შენობაში (იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ყოფილი შენობა), სადაც ამჟამად არის განთავსებული. ამავე შენობაში ფართი მიიღო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა. სახელმწიფოსგან ნაჩუქარი მიკროსკოპული აპარატი მიიღო ააიპ "ქალაქ ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრ"-მა, ხოლო მოქალაქე ნინო ძიძიგურმა კლინიკის გასახსნელად საჭირო ფართის სასყიდლით გადაცემაზე საკრებულოსგან ნებართვა მიიღო.