Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თეა წულუკიანის ინიციატივით ქუთაისში გამოფენა გაიხსნა

თარიღი : 25-11-2015, 13:55 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, „თიბისი გალერეაში“ გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ გახსნეს.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ მრავალფეროვანი და ფართომასშტაბიანი გამოფენა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ამ გამოფენაზე 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალების ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად არის წარდგენილი, მათ შორისაა ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივი.
გამოფენა მოიცავს ეროვნულ არქივში დაცულ წერილობით და ფოტომასალას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდში (1918-1921 წწ.) და დაყოფილია თემებად: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სახელმწიფო ატრიბუტიკა; პირველი არჩევნები, საქართველოს დამფუძნებელი კრება და საკანონმდებლო საქმიანობა; სახელმწიფო და ეკლესია; საგარეო ურთიერთობები; შეიარაღებული ძალები; საზოგადოებრივი ცხოვრება; დამოუკიდებლობის დაკარგვა; ხარიტონ შავიშვილი. გამოფენილი იქნება 63 ფოტო და წერილობითი დოკუმენტების ფოტორეპროდუქცია.

http://topnews.com.ge/photo/news/20151125135356.png


საქართველოს ისტორიის ეს მოკლე მონაკვეთი გამორჩეულია იმით, რომ აღდგა 117 წლით ადრე გაუქმებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა; ასევე, 1919 წელს ჩატარდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს; კანდიდატებად დარეგისტრირებული ოცამდე ქალიდან კი დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; მიღებულ იქნა პროგრესული სამართლებრივი აქტი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია.
სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდი რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობით დასრულდა და დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში დროებით დამარცხდა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა 1921 წელს ემიგრაციაში, საფრანგეთში წავიდა.
გამოფენისათვის შექმნილია სპეციალური კატალოგი.
გამოფენა 12-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში იყო წარმოდგენილი, 6-20 ნოემბერს, ექსპოზიციას თელავის რეგიონულმა არქივმა უმასპინძლა, 25 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე კი ქუთაისში იქნება გამოფენილი.14 დეკემბერიდან გამოფენა ბათუმში „თიბისი გალერეაში“ გადაინაცვლებს.
„საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ ეროვნული არქივის დაარსებიდან 95 წლის იუბილეს ეძღვნება.


ნანახია: 1706-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის ისტორიის ამსახველი ფოტოები, დოკუმენტების დედნები და ფოტორეპროდუქციები, რომლებიც
16 მაისს, 14:00 სთ–ზე, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ფოიეში დამოუკიდებლობის აღდგენის
თიბისი გალერეაში გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ქუთაისში, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მთელი დღის მანძილზე აღინიშნება.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საზოგადოების წარმომადგენლებმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს

ამინდი