Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორმა გასვლითი თათბირი ტყიბულში გამართა

თარიღი : 25-11-2015, 13:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ გასვლითი რეგიონული თათბირი ტყიბულის მუნიციპალიტეტში გამართა. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე და რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ. მხარეებმა 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და 2015 წლის ა.ა.ი.პ. – ების დაფინანსების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე, 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები განიხილეს.
თათბირზე ბერი ანდრიას სახელობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მილედი ჩხვიმიანმა დამსწრე საზოგადოებას ფონდი წარუდგინა და მისი საქმიანობა გააცნო. დღესვე, შეხვედრაზე ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის პრეზენტაციაც გაიმართა. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის გასვლით შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით მართავს.


ნანახია: 1590-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის გასვლით რეგიონულ თათბირებს ყოველ თვეში ერთხელ მართავს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, მსგავსი ტიპის გასვლით
შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა აზიური ფაროსანა და მის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები იყო.
შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღესვე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში გასვლითი რეგიონული თათბირი გაიმართა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს პირველი გასვლითი სხდომა გაიმართა.

ამინდი