ქუთაისში თამთა ლიპარტელიანის სტიპენდიას აწესებენ

ქუთაისში თამთა ლიპარტელიანის სახელობის სტიპენდიას აწესებენ. აღნიშნული სტიპენდიის მფლობელი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდება. სტიპენდიის გაცემამდე სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტთა განაცხადების განხილვას იწყებს. მსურველებს შეუძლიათ CV და სამოტივაციო წერილი მიმდინარე წლის 27 ნოემბრამდე გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: atsussg@outlook.com-ზე. აღნიშნული სტიპენდიის ოდენობაა 200 ლარს შეადგენს და სტუდენტი მას 6 თვის განმავლობაში მიიღებს.
"უკვე დიდი ხანია იდეაში გვქონდა მსგავსი ტიპის სტიპენდიის დაარსება, ეს არის წამახალისებელი აქცის სტუდენტებისთვის, ზოგს შესაძლოა სწავლის თანხის გადახდა უჭირდეს, ზოგს სხვა ფინანსური პრობლემები ჰქონდეს და ამ ფონზე ეს ძალიან კარგი იდეაა,"-ამბობს აწსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ოკრიბელაშვილი
სამოქალაქო აქტივიზმი, მაღალი აკადემიური მოსწრება მცირედი ჩამონათვალია იმ იმ კრიტერიუმების, რომლის მიხედვითაც სტიპენდიანტი სტუდენტის შერჩევა მოხდება.
ცნობისთვის, ქუთაისის მკვიდრი თამთა ლიპარტელიანი 2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე ტრაგიკულად დაიღუპა. თამთა ლიპარტელიანი იმ ბანაკში იმყოფებოდა, რომელიც ანდრეს ბრეივიკის თავდასხმის ობიექტი გახდა. ბრეივიკის მიერ, კუნძულზე გახსნილი ცეცხლის შედეგად, 23 წლის თამთა ლიპარტელიანი ადგილზე დაიღუპა.
თამუნა სხულუხია