ჭიათურის კომბინატში დასაქმებულმა ხელები მოიტეხა
თარიღი : 25-11-2015, 00:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ჭიათურის მაღაროში საწარმოოვ ტრავმის შედეგად დასაქმებული დაშვდა. ინფორმაციას ამის შესახებ იმერეთის მეტალურგთა პროფკავშირი ავრცელებს. შემთხვევა ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ,,ცოფი 2"-ის სახელით ცნობილ გამამდიდრებელ ფაბრიკაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცხრილის დანადგარზე სარემონტო სამუშაოების დროს, 50 წლის ანზორ ლაბაძეს დანადგარში ხელი ჩაყვა და ჯერ ერთი ხელი მოიტეხა, შემდეგ კი სიმაღლიდან ჩამოვარდა და მეორე ხელიც მოიტეხა. ადგილობრივი დასაქმებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ლაბაძე მკურნალობის კურსს ჭიათურის საავადმყოფოში გადის.