Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2016 წლის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 9 052 000 ლარით განისაზღვრა

თარიღი : 24-11-2015, 21:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, ბიუჯეტის დადგენილების პროექტი შემუშავებულია და გამგეობამ უკვე წარუდგინა მუნიციპალიტეტის საკრებულოს განსახილველად.
გარკვეული კორექტივების შეტანის მიზნით საკრებულოში საჯარო განხილვაც მოეწყო.
2016 წლის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 9 052 000 ლარით განისაზღვრა. 2015 წლის ბიუჯეტთან შედარებით 100 000 ლარამდე არის გაზრდილი.
მოსახლეობის ძირითადი დაინტერესება მაინც სოციალურ პაკეტზე მოდის, როგორც გამგეობის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურში განმარტავენ, მომავალი წლის ბიუჯეტის 13% სწორედ სოციალურ სფეროს დაფინანსებას მოხმარდება. მუნციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტის პრიორიტეტი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება;
2016 წლის ბიუჯეტში სოციალური პაკეტი 1 095 000 ლარით განისაზღვრა, გთავაზობთ სრულ ჩამონათვალს:
1. მუნიციალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული მოქალაქების კვებით უზრუნველყოფა:
„ამ მუხლში მომავალი წლის ბიუჯეტში თანხა 15 200 ლარით გაზრდილია „სათნოების სახლი“ სულ 130000 ლარით დაფიანასდება.
„ამის მიზეზი არის ის, რომ ბენეფიციართა რაოდენობაც გაზრდილია, მოიმატა პროდუქტის ფასებმაც. თან ვეცდებით, რომ უფრო კალორიული საკვები შევთავაზოთ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს“ - განმარტავს გამგეობის სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსი ირაკლი გაბუნია.
2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დღეგრძელ პირთა დახმარება - ითავალისწინებს 100 წლის და მეტი ასაკის მქონე პირების მატერიალურ ერთჯერად დახმარებას 1000 ლარის ოდენობით.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება:
მესამე შვილზე 500 ლარით, მეოთხე შვილზე 700 ლარით, მეხუთე და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში ოჯახს მუნიციპალიტეტი 1000 ლარით დაეხმარება. 500 ლარს მიიღებს ოჯახი ერთი და მეტი ტყუპების შეძების შემთხვევაშიც.
ერთჯერადი 150 ლარის ოდენობის თანხაა გათვალიწინებული ასევე სოციალური სააგენტოს მომსახურეობის სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0 დან 65000 ქულის ჩათვლით მქონე პირებზეც, რომლებსაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი.
გამგეობის სოციალურ სამსახურში განმარტავენ, რომ რამდენიმე ოჯახზე - გარემოების ერთად დადგომის შემთხვევაში, - ერთჯერადი დახმარება გაიცემა მოცულობათა ერთობლიობით, ანუ კრებითი პრინციპით, რაც ახალია და აქამდე ეს წესი არ ვრცელდებოდა.
4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარების მუხლში, რომელიც წელს 390 000 ლარით განისაზღვრა წინა წელთან შედარებით 22000 ლარითაა გაზრდილი. გაზრდილია მომხმარებელთა დასახელებაც, ჩამონათვალში სხვადასხვა ოდენობის თანხებით დახმარება ხორციელდება 16 კატეგორიის შემთხვევაში:
სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, ერთჯერადი დახმარება გაიცემა 150 ლარი - 0-დან 65000 ქულის ჩათვლით, დიდი სამამულო ომის მონაწილეებს მიეცემათ 200 ლარი, (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიოტიაზე 28 ომის მონაწილე ფიქსირდება). ჩერნობილის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დახმარება მიეცემათ - 200 ლარის ოდენობით,დედ-მამით ობოლ ბავშვებს ადგილობრივი ხელისუფლება 250 ლარით დაეხმარებიან. ცერებრალური დაბლით დაავადებულ პირებს 500 ლარი მიეცემათ, „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში სააღდგომოდ 100 ლარი, ხოლო საახალწლოდ 50 ლარია გათვალიწინებული. პირველი ჯგუფის უსინათლოებს 200 ლარი მიეცემათ, თირკმლის ჩანაცვლების თერაპიაზე ჰემოდიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების დასახმარებლად 1200 ლარია გათვალიწინებული.
სოციალურ პაკეტში გათვალიწინებულია 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დახმარებაც, 200 ლარის ოდენობით.
ა.ი.პ.“ ჩვენი სახლის“ ბენეფიციარ ბავშვებზე ერთჯერადი დამხარება 100 ლარია გათვალიწნებული. (დღის ცენტრ „ჩვენს სახლში“ სოციალურად დაუცველ ოჯახებში მყოფი სკოლის ასაკის ბავშვები სწავლობენ).
იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც 65000-მდე ქულის მქონენი არიან, პირველ და მეორე ახალშობილზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარებიან
სადღესასწაულო განწყობის შექმნის მიზნით აღდგომის დღესასწაულზე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, უდედმამო ბავშვები, 100 წელს გადაცილებული პირები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და შ.შ.მ ბავშვები 50 ლარის ოდენობის ღირებულების სასაჩუქრე ამანათს მიიღებენ.
ერთჯერადი 1000 ლარით დაფინანსდება ტერიტორიული მთლიანობისთვის და საომარი მოქმედებების დროს დაღუპული პირების ოჯახები .
რაც შეეხება უსახლკაროებს, რომლებსაც არა აქვთ, ან დაენგრათ, დაეწვათ, ან საცხოვრებლად უვარგისია მათი საცხოვრებელი, დროებითი ფართის უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირას გადაუხდის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი თვეში 120 ლარის ოდენობით.
ამ შემთხვევაშიც მოქმედებს კრებითი სისტემა და რამდენიმე (კრიტერიუმის დაკმაყოფილებისას) დასახმარებელი თანხაც იკრიბება.
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მუხლი - მოქალაქეების სამედიცინო დახმარების დაფინანსებაა. ამ მუხლით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების გეგმიური და გადაუდებელი სტაციონარული ქირურგიული ოპერაციები. ლაბორატორიული -ინსტრუმენტული და სხვა სახის კვლევები, რომლებიც არ ანაზღაურდება სადაზღვევო პოლისით ან არ არის გათვალიაწინებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.
„აქვე განვმარტავ, რომ სამედიცინო მომსახურეობის ღირებულება წესით, ფინანსდება წელიწადში ერთხელ, რაც შეეხება დაფინანსების წესს, საყურადღებოა, რომ დაფინანასება განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან სხვა გზით დაფინანსების გამოკლების შემდეგ, უშუალოდ პაციენტის გადასახდელი თანხის 50% -ით. არაუმეტეს 1000 ლარისა. ამ მუხლით ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, რომელიც ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება და უშუალოდ გამგებელი განსაზღვრავს. ასე, რომ ჩვენთან მოსული პირი უყურადღებოდ არასოდეს დარჩენილა“ - აცხადებს წყალტუბოს სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსი - ირაკლი გაბუნია.
საკრებულოში ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე არსებული სოციალაურ პაკეტში შენიშვნები შეიტანეს. . როგორც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ფატი გაგოშიძე განმარტავს, დაიწყება განხილვა საკრებულოს საბიუჯეტო კომისიათან ერთად, 10 დეკემბრადმე ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს გადაეცემა დასამტკიცებლად. 25 დეკემბრისთვის კი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი საბოლოოდ მიიღება.


ნანახია: 2249-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 6 თვის მონაცემებით სოციალურ პროგრამებზე 301 307 ლარი გახარჯა.
ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა ამ დროისათვის 42 მილიონ 168 800 ლარს შეადგენს, თუმცა განხილვების შედეგად შესაძლოა

ამინდი