პავლე კუბლაშვილი: ტყიბული და საქართველო დათო ბაქრაძეს აირჩევს
თარიღი : 7-10-2013, 20:44 | კატეგორია: პოლიტიკა

ტყიბულის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს, დავით ბაქრაძეს შეხვდა."ამ ქალაქში ოცნებებით აღარაფერი აღარ კეთდება.დღეს ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, რომ გაჩერებული აღმშენებლობა გაგრძელდეს. საქართველოსთან ერთად ტყიბულიც ირჩევს დათო ბაქრაძეს!" -ასეთი მიმართვით წარადგინა საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე პარლამენტარმა პავლე კუბლაშვილმა. ბაქრაძის თქმით , 27 ოქტომბერი არის დღე, როცა ხალხმა უნდა აირჩიოს ან ოცნების შეუსრულებელი დაპირებები ან დაპირებების ასრულება, რომელსაც ნაცმოძრაობა ჰპირდება.
"როცა მესმის, დავასრულებთ კოაბიტაციას, სულ მაინტერესებს, რას ნიშნავს ეს, რისი მუქარაა, რომ გაგვყრიან სამსახურებიდან? გინდათ თქვენ ასეთი პრეზიდენტი? ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ერთობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ქვის სროლა ადამიანებზე. გაგვეჯიბრონ საქმის კეთებაში, გვაჯობონ და ვიტყვი, რომ ყოჩაღ თქვენ გამარჯვებულები ხართ თქო,"–განაცხადა ბაქრაძემ
შეხვედრის დასასრულს საპრეზიდენტო კანდიდატმა ტყიბულელთა პრობლემები მოისმინა და დაჰპირდა მათ, რომ მეშახტეთა ქალაქს გაპრეზიდენტების შემთხვევაში ყურადღებას მიაქცევს.
ნანა რაზმაძე, ტოპნიუსისთვის ტყიბულიდან