ქუთაისის ბოტანიკური ბაღის თანაგრძნობა საფრანგეთს და არა ტერორიზმს

"არა ტერორიზმს," - ამ სლოგანით ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში საფრანგეთში ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას პატივი მიაგეს, ხოლო თავად ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის ფარგლებში, ბაღში ყვავილები სიმბოლურად საფრანგეთის დროშის ფერებში დარგეს. სოლიდარობის აქციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
დღესვე, ბოტანიკურ ბაღში საქართველოს დამსახურებულ მხატვარს ჯავა ჭეიშვილს, საიუბილეო თარიღი -75 წელი მიულოცეს. ჭეიშვილი, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოწყობილ გამოფენაში მონაწილეობდა. მხატვარს მინიჭებული აქვს არაერთი სახელმწიფო პრემია. ქუთაისის მერმა იუბილარს ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელი და საჩუქრები გადასცა.